უნგრეთის საგარეო უწყება – “ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა – ბრავო, გილოცავთ!“

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ – აღნიშნა სიიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები