“ქართველმა ხალხმა აჩვენა სულიერი სიძლიერე და ქრისტიანული კულტურა” – ირმა ჭკადუა

„ქართული ოცნება“ ყველგან უპირობოდ ლიდერობს. ქართველმა ხალხმა აჩვენა სულიერი სიძლიერე და ქრისტიანული კულტურა”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული, არჩევნების პირველადი მონაცემები შეაფასა.

„2012 წლის შემდეგ, არჩევნებზე ასეთი აქტიურობა არ ყოფილა. განაცხადი, რომელიც დღეს ამომრჩეველმა გააკეთა არის ძალიან პრინციპული და მათ პრინციპულად მხარი დაუჭირეს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ღირსებას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ 53 %-ით ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები