Reuters: საქართველოში, უბნების 70%-ის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა

Reuters-ი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს.

გამოცემა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ავრცელებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 53%-ით გაიმარჯვა. დათვლილია უბნების 70%. კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნები მათ მოიგეს“, – წერს Reuters-ი.

საქართცელოში მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურნენ სხვა უცხოურ მედიაში.

“იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოში, რომ ერთმა პარტიამ ასეთ რთულ ვითარებაში მიაღწიოს ასეთ წარმატებას – ეს ქართველი ხალხის ნიჭის კარგი მაჩვენებელია”,- განაცხადა ივანიშვილმა კენჭისყრის დახურვის შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები