“ნუ დაგვავიწყდება მადლობა ცესკოს მიმართ, რომელმაც, უზარმაზარი ზეწოლის და ბულინგის პირობებში, გაუძლო ყველაფერს და არჩევნები მორიგ ჯერზე ჩაატარა მაღალპროფესიულ დონეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

“ჩვენ ცოტათი გავერთეთ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების დათვლით და “ოცნების” გამარჯვების ზეიმით (ვგულისხმობ მის ამომრჩევლებს ჩემის ჩათვლით). თუმცა, ნუ დაგვავიწყდება მადლობა ცესკოს მიმართ, რომელმაც, უზარმაზარი ზეწოლის და ბულინგის პირობებში, გაუძლო ყველაფერს და არჩევნები მორიგ ჯერზე ჩაატარა მაღალპროფესიულ დონეზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ელექტრონული არჩევნები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებაში.

” ჩვენ მტკივნეულად, რთულად მაგრამ ამავე დროს სწრაფად ვუახლოვდებით ევროპული დემოკრატიის სტანდარტებს”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები