რა სახის დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე – საია ანგარიშს აქვეყნებს

საარჩევნო პროცესში დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, საიას სადამკვირვებლო მისია ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ჯამურად, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე კი – 21 საჩივარი.

“21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საია საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია”, – წერია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები