“კურიერის” ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დახურულ შეხვედრას მართავენ

“კურიერის” ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში ერთ-ერთ სასტუმროში იკრიბებიან.

სავარაუდოა, რომ ისინი სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 53.031 % “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, 5 %-იანი ბარიერი კი შემდეგმა ოპოზიციურმა ძალებმა გადალახეს: “კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, “დროა”, “გირჩი” – 11.185%, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 9.852%, “ლელო – ძლიერი საქართველო” – 9.007%, “გახარია საქართველოსთვის” – 8.227%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები