“მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზე” – არჩილ თალაკვაძე

“მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ცესკის წინასწარი მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

“წინასწარი შედეგები ცნობილია უკვე, დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” საბოლოო შედეგებითაც გაიმარჯვებს.

მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზე, ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს მოქალაქეებს. მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მშვიდობა, გავზარდოთ ეკონომიკა და საქართველო გავაწევრიანოთ ევროპულ ოჯახში”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები