კახა კალაძე: ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია

,,თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ გადატრიალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კალაძის თქმით, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა არ აქვს.

“ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმის, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია. როდესაც შენ აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა. დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული. თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები