„უკვე მეცხრედ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოგვიცხადა ნდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა, რასაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის დანახული” – მარიამ ქვრივიშვილი

“მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც დღეს მიიღო გადაწყვეტილება და მორიგ ჯერზე მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, რითაც ცესკოს პირველად მონაცემებს გამოეხმაურა.

„უკვე მეცხრედ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოგვიცხადა ნდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის დანახული. ჩვენ განვაგრძობთ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ვიყოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სამსახურში და ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები