კახა კალაძე – ევროპელ პარტნიორებზე: მზად ვართ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა

“ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან ნამდვილად არ არის მისაღები, რაც დღეს არის”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა.

“ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან ნამდვილად არ არის მისაღები რაც დღეს არის. პირველი, ყველა განცხადებები არის სიცრუეზე და ტყუილზე დაფუძნებული. არ არსი სასიამოვნო და მისაღები, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია. როდესაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. ეს კატეგორიულად დამაზიანებელია ასეთი ურთიერთობებისთვის. ყველაზე მეტად ვინც ზიანდება ამ ყველაფრით, ეს არის დასავლეთი. ასეთი დისკრიმინაცია მიუღებელია, რადგან ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ გვინდა ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციის გზაზე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას. რა თქმა უნდა, ურთიერთობების დალაგება მოხდება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები