“რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გამარჯვების მოლოდინი იმიტომ, რომ ძალიან კარგი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ” – ბოჟაძე

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გამარჯვების მოლოდინი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გლდანის დელეგატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, რითაც ცესკოს წინასწარ მონაცემებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა, რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა.

„მაჟორიტარულ ნაწილს რომ დავანებოთ თავი, პროპორციული შედეგებით, ჩვენ 2012 წლის მერე ასეთი შედეგები არ გვქონია – არც საპარლამენტო დონეზე, არც თვითმმართველობის დონეზე. მით უმეტეს, იცით, რომ ცესკომ ყველაფერი გააკეთა რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები