“ყველაზე უფრო მარგინალები ვერ მალავენ თავიანთ სახეს, მარტო ცესკოს თავმჯდომარის კი არა, საარჩევნო უბნის თითოეული წევრის ლიკვიდაციას ითხოვენ” – ნიკოლეიშვილი

“ყველაზე უფრო მარგინალები ვერ მალავენ თავიანთ სახეს, მარტო ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილს კი არა, საარჩევნო უბნის თითოეული წევრის ლიკვიდაციას ითხოვენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

“არ ცხრება მათში სისხლის დაღვრის, ანგარიშსწორების რევოლუციური მეთოდების გამოყენების სასტიკი სურვილი. კიდევ ერთხელ ხომ ხვდებით ამათ რომ არ წაეგოთ რას უპირებდნენ ქვეყანას და ხალხს”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები