“დღეს საქართველოს ამომრჩეველმა და ამ ქვეყანამ არჩევნები მოიგო კატასტროფულად” – ხაინდრავა

“მინდა გითხრათ, რომ ეს შედეგი მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის ანალებში შევა აუცილებლად, იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ამომრჩეველმა და ამ ქვეყანამ არჩევნები მოიგო კატასტროფულად”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში “იმედი live” ისაუბრა.

“მეორე ადგილზე გასულ პარტიას აქვს 11%, პირველ ადგილზე გასულ პარტიას აქვს 53% და ეს კიდევ აიწევს, მაგრამ ეს პროცენტი მოვუგეთ ბაიდენს, ბლინკენს, ვილსონს, მიშელს, ბორელს და მთელ ამ სიცრუის სამყაროს.

გუშინ ფილმი გავიდა ჩემი POSTV-ზე და იმედია თქვენც გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ სიცრუის მთელი მანქანა დაუპირისპირდა საქართველოს, ქართველ ხალხს და გავანადგურეთ ისე მოვუგეთ.

40 პროცენტია განსხვავება პირველ ადგილსა და მეორე ადგილს შორის.

მოლდოვაში 800 ხმით აჯობა ევროკავშირის მომხრეებმა მოწინააღმდეგეებს და მაია სანდუს მოულოცა მთვარემ, მარსმა, გამოვიდა ბაიდენი, ილაპარაკა. აქ არის მოგება 40%. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდა დღეს საქართველოში? რაც არ უნდა ილაპარაკონ, რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა იჭიკჭიკონ ახლა 40%-ით მოუგო არჩევნები“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები