“მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, მე ხმა მივეცი ღირსებას და გავაფერადე წრე 41-ის წინ” – მდინარაძე

“მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, მე ხმა მივეცი ღირსებას და, შესაბამისად, გავაფერადე წრე 41-ის წინ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები და როგორც აღმოჩნდა, იმ ჩვენი სლოგანიდან მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ, ღირსებით ევროპისკენ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში მთავარი სლოგანი.

რა თქმა უნდა, ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და უკიდურესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება. არა მხოლოდ ჩვენ, “ქართული ოცნება“, თუ ქართველი ხალხი, ამას ლაპარაკობს სავალუტო ფონდი, ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი და ჩვენ მომდევნო წლებში, ამ დინამიკით თუ გავაგრძელებთ განვითარებას, საქართველოს მოქალაქე, როგორც ამ ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები