მარგარეტა სედერფელდი – არჩევნებზე: გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა კანონიერად მიმდინარეობს

,,ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია”, – ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრმა მარგარეტა სედერფელდმა საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები გამჭვირვალე იყოს.

„ვამაყობ, რომ IRI-ის წარმოვადგენ და ვაკვირდები არჩევნებს. საქართველოში არჩევნებს 2008 წლიდან ვუწევ მონიტორინგს. დილიდან დავაკვირდით უბნების გახსნას და დავაკვირდებით პროცესს ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, ისევე როგორც ყველა არჩევნები, ქართველი ხალხი თავის ნებას გამოხატავს. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია. მნიშვნელოვანია არჩევნების გამჭვირვალობა. საქართველოს ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ“, – განაცხადა მარგარეტა სედერფელდმა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები