“გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი; ხაზგასმით აღვნიშნავთ – ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს ორ ბიულეტენს ერთდროულად” – ნათია იოსელიანი

”ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო-საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესში ხელის შეშლის ფაქტები”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი მოუწოდებს პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიის ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს ორ ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენის გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

ასევე, დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება, შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებებს”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები