პაატა კვიჟინაძე: ხმა მივეცი მშვიდობას და ევროპისკენ ღირსებით წინსვლას

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის. უამინდობის მიუხედავად მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ყველა მობრძანდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხმა მშვიდობას მისცა.

„ხმა მივეცი მშვიდობას და ევროპისკენ ღირსებით წინსვლას. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, როგორც აქამდე და ქვეყანა ჩააბარებს ამ მნიშვნელოვან გამოცდას, რასაც ევროპული არჩევნები ჰქვია“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები