ნინო ლაცაბიძე: ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველები, ჩვეული სიმშვიდით მოვიხდით მოქალაქეობრივ ვალს და უკვე ხვალიდან, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას

რუსთავში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერი #1 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

,,ჩემი ხმა საქართველოს ერთიანობას, ჩვენი ქალაქების და სოფლების აღმშენებლობას და განვითარებას, ქვეყნის ნამდვილ ევროპულ მომავალს მივეცი.

დიდი იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველები, ჩვეული სიმშვიდით მოვიხდით მოქალაქეობრივ ვალს და უკვე ხვალიდან, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები