ირაკლი შატაკიშვილი: დამოუკიდებელ, მშვიდობიან და ღირსეულ სახელმწიფოს – იმ ევროპულ მომავალს მივეცი ხმა, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა, უკვე ათწლეულებია იღვწის

,,ქართული ოცნების” დელეგატმა რუსთავის და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა, საკუთარი არჩევანი, რუსთავის #4 საარჩევნო უბანზე, უკვე გააკეთა.

როგორც ირაკლი შატაკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა დამოუკიდებელ, მშვიდობიან და ღირსეულ სახელმწიფოს მისცა.

,,ქვეყნის ერთიანობას, ქალაქების და სოფლების განვითარებას, დამოუკიდებელ, მშვიდობიან და ღირსეულ სახელმწიფოს – იმ ევროპულ მომავალს მივეცი ხმა, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა, უკვე ათწლეულებია იღვწის. დღეს ყველამ უნდა მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. დარწმუნებული ვარ, ისე წარვმართავთ საარჩევნო პროცესს, როგორც ეს ღირსეულ საზოგადოებას შეეფერება და როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა

რუსთავში, 57 ძირითადი და 4 სპეციალური უბანია. 61-ვე საარჩევნო უბანი, დილის 08:00 საათიდან შეუფერხებლად მუშაობს. ამ დროის მონაცემებით, რუსთავში ხმა, უკვე 13 ათასამდე ამომრჩეველს აქვს მიცემული. სულ რუსთავში 106 ათასი ამომრჩეველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები