მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველომ უნდა უთხრას ყველას, მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიანი განვითარების გზას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საკუთარი პოზიცია თბილისის მე-17 სკოლაში,   91-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.

„დღეს საქართველომ უნდა უთხრას ყველას, მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიანი განვითარების გზას, ჩვენ ვირჩევთ სტაბილურობას და კეთილდღეობას, ღირსეულად! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ეუბნება მსოფლიოს. დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ასეთი პრინციპული და ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლო ისტორიაში არ გვქონია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები