“საქართველოში ეუთო/ოდირის 15 ჯგუფი მუშაობს, 27 ოქტომბერს დაგეგმილი გვაქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება საარჩევნო გარემო, საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობა” – ოუენ მერფი

“საქართველოში ეუთო/ოდირის 15 ჯგუფი მუშაობს, 27 ოქტომბერს დაგეგმილი გვაქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება საარჩევნო გარემო, საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობა”, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი საქართველოში 10 სექტემბერს ჩამოვიდა.

“11 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ შუალედური ანგარიში, რომელშიც ვსაუბრობთ, თუ რა სფეროებს ვაკვირდებით. ხვალისთვის დაგეგმილი წინასწარი განცხადება იქნება ჩვენი სამუშაოს შეჯამება, რაც ეხება ჩვენი დაკვირვების მთელ პერიოდს და არჩევნების დღეს. ჩვენ გვექნება საშუალება, სრულად ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოზე და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც იყო მიღებული წინა არჩევნების შემდეგ. ხვალ შესაძლებელი იქნება სრული შეფასების მოსმენა.

ჩვენ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენლებს შევხვდით, ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, თუ როგორია მათი აღქმა, შეხედულება საარჩევნო გარემოს მიმართ. ამ დისკუსიებიდან და გუშინ იყო კიდევ ერთი დისკუსია პარლამენტის წევრებთან, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო პროცესსა და კამპანიის შესახებ. ამ ყველაფრის შესახებ შეგვიძლია ხვალ ვისაუბრებთ, ვიტყვით, თუ რას გვეუბნებოდნენ პარტიები, გავაკეთებთ შეფასებებს. მედიას დიდი როლი აქვს. თქვენ აქ ხართ და აკვირდებით პროცესებს, ინტერვიუს წერთ ჩემთან. ამისთვის დიდი მადლობა და ხვალ ჩვენ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ მედიის როლზე არჩევნების დროს, ასევე იმაზე, როგორია ჩვენი დაკვირვების შედგები მედიის ოპერირების შესახებ საქართველოში საარჩევნო პერიოდში. ჩვენს ანგარიშში ამ საკითხზე ცალკე სექცია იქნება დათმობილი. ჩვენ ასევე ჩავატარეთ მედიამონიტორინგი და გვყავს ჯგუფი, რომელიც აკვირდებოდა მედიას. ვაკვირდებით, რას ამბობდნენ სხვადასხვა არხებზე, რა იწერებოდა ვებგვერდებზე, ასევე ვახდენდით სოციალური მედიის მონიტორინგს“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები