“დღეს ჩვენ საბოლოოდ დავამტკიცებთ, რომ ვართ სახელმწიფო, ამ ქვეყნის ბედს წყვეტენ ჩვენი მოქალაქეები” – ნინო წილოსანი

“ისტორიული არჩევნებია. დღეს ჩვენ საბოლოოდ დავამტკიცებთ, რომ ვართ სახელმწიფო, ამ ქვეყნის ბედს წყვეტენ ჩვენი მოქალაქეები და არა – გარედან მიღებული მითითებები თუ ქვეყნის შიდა მტრები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი მხარდამჭერებს ერთგულებისა და ნდობისთვის მადლობას უხდის.

“მადლობას ვუხდი თითოეულ მხარდამჭერს იმ ერთგულებისთვის და ნდობისთვის, რაც 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს. ჩვენ არასდროს დაგვიღალატებიხართ და ამ არჩევნების შემდეგაც კვლავ ჩვენი ხალხის სახელით, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უზრუნველვყოფთ მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები