ზაზა ლომინაძე: ვთხოვ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ მისცენ ხმა და დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე

,,ქართული ოცნების” ქუთაისის დელეგატმა, ზაზა ლომინაძემ ხმა ქუთაისის მე-9 საარჩევნო უბანზე მისცა.

დელეგატი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“ჩემს ოჯახთან ერთად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქალაქის მომავალს, ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს, მშვიდობას, განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან მაღალია აქტივობა საარჩევნო უბანზე. ძალიან სწრაფად მიდის პროცესი, ყოველგვარი ექსცესების და დარღვევების გარეშე. ვთხოვ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ მისცენ ხმა და დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე,” – აცხადებს ლომინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები