ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – “ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ღარიბაშვილის თქმით, მან ხმა საქართველოს მშვიდობიან განვითარებას მისცა.

“მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. დღეს არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა, ვინაიდან ეს განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა, იქნება მშვიდობა თუ ომი.

მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას, მის გამარჯვებას და ევროპულ მომავალს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები