ზაურ დარგალი: ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და შეეცდებიან სხვადასხვა სახის პროვოკაციას

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და შეეცდებიან სხვადასხვა სახის პროვოკაციას.

„თავისთავად, ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და შეეცდებიან სხვადასხვა სახის პროვოკაციას.

მე დღეს ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ღირსებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს. დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ერთად ჩვენ მივცემთ ხმას, რომ ქვეყანა მშვიდობიან გარემოში განვითარდეს, გაძლიერდეს და ღირსეულად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები