10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 9.27 პროცენტს შეადგენს

10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 9.27 პროცენტს შეადგენს, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12.09 %, ყველაზე დაბალი კი გურიაში – 7.65%.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.23%, აჭარა – 7.81%, თბილისი – 10.07%, კახეთი – 10.05%, მცხეთა-მთიანეთი – 10.42%, ქვემო ქართლი – 8.47%, შიდა ქართლი – 9.66%, სამცხე-ჯავახეთი – 8.75%, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 12.09%, იმერეთი – 8.12%, გურია – 7.65%.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10,66%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 8,34%-ს, 2020 წელს კი – 8,33%-ს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები