ირაკლი ქადაგიშვილი: მოქალაქეები რწმუნდებიან, თუ რამდენად ორგანიზებული, დაცული და კონფიდენციალურია ხმის მიცემის პროცესი, შესაბამისად, ოპოზიციის ყოველგვარი უსუსური მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ არჩევნებს, განწირულია

,,მოქალაქეები რწმუნდებიან, თუ რამდენად ორგანიზებული, დაცული და კონფიდენციალურია ხმის მიცემის პროცესი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო, ოპოზიციის მცდელობები, რომ ჩრდილი მიაყენონ არჩევნების პროცესს, განწირულია.

„ვხედავთ, რომ დილიდან საკმაოდ მაღალი აქტივობაა. მოქალაქეები მოდიან და ამ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით აძლევენ ხმას. თავად მოქალაქეები რწმუნდებიან, თუ რამდენად ორგანიზებული, დაცული და კონფიდენციალურია ხმის მიცემის პროცესი. აქედან გამომდინარე ყოველგვარი უსუსური მცდელობა ოპოზიციის მხრიდან რომ ჩრდილი მიაყენონ არჩევნების მიმდინარეობას, განწირულია. მოქალაქეები და მათ შორის დამკვირვებლები ხედავენ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, ნორმალურ და ორგანიზებულ გარემოში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები