მდინარაძე – არჩევნებზე: ეს არის რეფერენდუმი ქართულ ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებსა და ამორალურობას შორის

“უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ ეს არის რეფერენდუმი ქართულ ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებსა და ამორალურობას შორის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძემ ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ელექტრონულ არჩევნებში გაყალბების თეორიული შანსიც კი გამორიცხულია.

“უნდა ვეცადოთ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავაწყნაროთ. ჩვენი ამომრჩევლის ხუთმა და ათმა პროცენტმა რომ იფიქროს, რომ მოდი სახლში დავრჩები, ამით შეიძლება, აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღოთ, რადგან აქ ასი ათასობით ადამიანზეა საუბარი სხვა პარტიების მხარდამჭერებისგან განსხვავებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები