ევროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო – არჩევნებზე: პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს

“არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრას ლაურელ ლასზლო სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება.

ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ხმების ახალი, ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა.

“ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო პერსონალები ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია.
საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა. ოფიციალური დათვლა გულისხმობს თითოეული ბიულეტენის ხელით დათვლასაც.
ეს ხელს შეუწყობს სწრაფ შედეგებს ამომრჩეველთა უბნების დახურვისას და აღმოფხვრის გაურკვევლობას.
პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.
მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რაც საფუძველი იქნება ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის”, – წერს ანდრას ლაურელ ლასზლო X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები