ზუკა რურუა: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატმა, ზუკა რურუამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

მისი თქმით, ხმა ქვეყნის კეთილდღეობას მისცა.

„დღეს მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, პირველ რიგში, იმ სტაბილურობას, როგორც ვითარდება ქვეყანა და მშვიდობას, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და ვიყოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროპაში იქნება წარმატებული.

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. არის გადამწყვეტი, რადგან დღეს ჩვენ დავინახავთ, ჩვენი ქვეყანა არის ეროვნული, თავის იდენტობაზე დამყარებული, თუ გარე ძალების მიერ მართული. ასე, რომ დღეს გადაწყდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები