ლევან მახაშვილი – სუსის განცხადებაზე: იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია კარდაკარ დადიოდეს, მოსახლეობას ელაპარაკებოდეს, დესტრუქციული საქციელით არიან დაკავებულები

​მშვიდობიან პერიოდში ოპოზიციას სურს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია და დაძაბულობა, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, ლევან მახაშვილი სუსის განცხადებას.

„ცდილობენ, რომ ამ მშვიდობიან პერიოდში შემოიტანონ ერთგვარი დესტაბილიზაცია, დაძაბულობა, დაპირისპირება და ამით გააჩინონ კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია კარდაკარ დადიოდეს, მოსახლეობას ელაპარაკებოდეს იმაზე თუ რატომ არიან ისინი უკეთესები, დაკავებულები არიან ამ დესტრუქციული საქციელით“, – აცხადებს მახაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები