ფრანგი მწერალი: საქართველოში დიდი ეკონომიკური აღმავლობა გაქვთ, ჩვენთან კი პირიქით – დიდი დაღმასვლის პერიოდია

ჩინეთს ნამდვილად შეუძლია ამ როლის შესრულება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის ძალიან პრაგმატული ქვეყანაა, შეიძლება ითქვას კომერსანტი სახელმწიფოა, – ამის შესახებ ფრანგმა მწერალმა, კლოდ ჟანვიემ გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – შეუძლია თუა არა ჩინეთს დასავლური ფინანსური ელიტის ინტერესების დაბალანსება?

„ის ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს მსოფლიოს კომერციალიზაციას. ვფიქრობ, რომ ის მთლიანობაში დადებით როლს ასრულებს გლობალურ პროცესებში. არ აღვივებს სიძულვილს, არ აჩაღებს ომს, ისევე, როგორც პუტინი, რადგან პუტინს რომ მართლაც სურდეს უკრაინის ან ევროპის განადგურება, ის ამას მოახერხებდა. საკმაო სამხედრო ძალა აქვს, რომ ჩვენნაირ ქვეყანას დაუპირისპირდეს. მათი პოლიტიკა მეტად არის ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული. თუ შევაფასებთ რა გზა გაიარა ჩინეთმა მაო ძედუნის შემდეგ, ან რუსეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, დავინახავთ, რომ ორივე ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა. მე არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მთლიანობაში ადამიანები უკეთ ცხოვრობენ. ვფიქრობ თქვენს ქვეყანაშიც ანალოგიური პროცესი ვითარდება. დიდი ეკონომიკური აღმავლობა გაქვთ, ჩვენთან კი პირიქით – დიდი დაღმასვლის პერიოდია“, – აღნიშნა მწერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები