ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: მთლიანად არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საღამოდან დაიწყონ საპროტესტო აქციების ორგანიზება

მთლიანად არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საღამოდან დაიწყონ საპროტესტო აქციების ორგანიზება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნოდ რესურსს არ ხარჯავს და მოსახლეობასაც არ ხვდება.

„ჩვენ ველოდებით, რომ მთლიანად მთელი ოპოზიციური სპექტრი, რადიკალებზე მაქვს საუბარი, 4 რადიკალურ პარტიაზე, რომელიც რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ უშუალოდ, ეს არის „ახალი“, ეს არის ბატონი გახარიას პარტია და ეს არის ბატონი ხაზარაძის პარტია, რა თქმა უნდა, მათი დღის წესრიგი აგებული არის იმაზე, რომ რაღაცნაირად რადიკალიზაცია მოახდინონ. სხვათა შორის, ძალიან კარგი ლუსტრირება იყო ამ ყველაფრის „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა, რომელმაც პირდაპირ გაიდლაინი მისცა ამ რადიკალებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გაიმარჯვოს დიდი ანგარიშითო და ყველამ რომ აღიაროსო, მაინც გაწვდით გაიდლაინსო, როგორ უნდა გადაიყვანოთ საპროტესტო მუხტი სამოქალაქო დაპირისპირებაშიო. რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთი ტიპის აქციებს და მოსახლეობას მივმართავ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ოპოზიციონერებმა თვითონ ყველაზე კარგად იციან, თუ რამხელა ანგარიშით იგებს „ქართული ოცნება“. რესურსსაც არ ხარჯავენ, ველზეც არ მუშაობენ მოსახლეობასაც არ ხვდებიან, მთლიანად არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საღამოდან დაიწყონ საპროტესტო აქციების ორგანიზება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები