პრეზიდენტი: თუ პროევროპული ძალები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები

თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო – და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გამოცემის ცნობით, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს მის მემკვიდრეობაზე, პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებაში მისი ძალისხმევის გამო სიამაყეს გამოხატავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები