ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ IDF-მ „ჰეზბოლას“ ბაზებში უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში განუცხადა, რომ IDF-მ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზების ჩხრეკისას უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეთანიაჰუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2006 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ქვეყნის მთავარი ლიტანის მდინარის სამხრეთით იარაღის ფლობა მხოლოდ ლიბანის არმიას შეეძლო.

„ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან აღმოვაჩინეთ უახლესი რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი. ისრაელს არ აქვს განზრახვა, ჩაერიოს ლიბანის შიდა საქმეებში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, დაბრუნდნენ სახლში და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები