“ყველაფერს იზამენ, რომ დაზაფრონ, მოატყუონ ქართველი ხალხი და ნდობა, რომელიც მას აქვს “ქართული ოცნების” მიმართ, შეირყეს” – არჩილ გორდულაძე

“ტყუილი და მხოლოდ ტყუილია კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ხელწერა. წარსულშიც, არაერთი არჩევნების წინ, ყოველთვის ტყუილებით იყვნენ გამორჩეულები და, რა თქმა უნდა, ამასვე გააკეთებენ მომავალშიც – ყველაფერს იზამენ, რომ როგორმე დაზაფრონ, მოატყუონ ქართველი ხალხი და ნდობა, რომელიც მას აქვს “ქართული ოცნების” მიმართ, შეირყეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“ეს აქამდე, რვა არჩევნებია, არ გამოსვლიათ, რვა არჩევნების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ აგენტურას და შესაბამისად, ისინი მეცხრედ გასამართლდებიან პოლიტიკურად”, – აცხადებს  გორდულაძე.

სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები