ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე: ევროპაში ახლა კრიზისია – ჩვენ კულტურული, რელიგიური და ოჯახური ღირებულებების დაცემის პროცესში ვიმყოფებით

საქართველომ თავად უნდა აწონ-დაწონოს, რამდენად სასარგებლო იქნება მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს თქვენთვის კარგი არ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, – ამის შესახებ ფრანგმა მწერალმა, კლოდ ჟანვიემ გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„პრობლემა არის ის, რომ ევროპაში ახლა კრიზისია. ჩვენ კულტურული, რელიგიური და ოჯახური ღირებულებების დაცემის პროცესში ვიმყოფებით. კარგად უნდა გაიაზროთ ამ ვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა ვაცნობიერებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებისთვის არაფერია მარტივად გადასაწყვეტი. მთელი რიგი საკითხები სიღრმისეულად უნდა შეფასდეს და ნებისმიერი არჩევანი სწორედ ასე უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა მწერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები