ანრი ოხანაშვილი – სუსის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ

პარლამენტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველანაირი სცენარისთვის არის მზად.

„ის საფრთხეები, რაზეც ამ განცხადებაშია საუბარი არსებითია. რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური იქნება რეაგირება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები