გიორგი ვოლსკი: არჩევნების შედეგები არის მთავარი, რაც მეტი იქნება მხარდაჭერა მშვიდობის, პრაგმატული პოლიტიკის ეს იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი მოთამაშის მიერ

არჩევნების შედეგები არის მთავარი. რაც მეტი იქნება მხარდაჭერა მშვიდობის, პრაგმატული პოლიტიკის აუცილებლად ეს იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი მოთამაშის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური პოლიტიკის ფარგლებში დაიწყება ვითარების სტაბილიზაცია მსოფლიოშიც და ვიდრე დიდი მოთამაშეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, საქართველოს ხელისუფლების ვალია ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ბოლო მომენტში წავა მოლაპარაკებისკენ, სხვა გზა არ არსებობს. არის მეორე გზა, როდესაც ბირთვული შეიარაღება იქნება გამოყენებული,. ამას უკვე არავინ აღარ ხუმრობს და თუ კი ეს მოხდა, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს ჩვენ ამ საუბარს, ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკს.

ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ევროპასთანაც, ამერიკასთანაც, ჩინეთთანაც ვლაპარაკობთ, ინდოეთთან და სამეზობლოში პოზიციები ვიცით. ყველა ელოდება იმას, რომ დიდი მოთამაშეები ადრე თუ გვიან დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ყველას უნდა, რომ მეორე მხარე მოლაპარაკების მეორე მხარე, უფრო სუსტი მოვიდეს ამ მაგიდასთან. ასე, რომ ახლა არის მთავარი პერიოდი იმისა, ვინ უფრო სუსტად მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან. აი ამ ვითარებაში, ჩვენი ვალია როგორმე საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები