ამირან გამყრელიძე: დღიური აცრა Pfizer-ზე, რაც დაჯავშნილია გამოდის 7 000-დან 8 000-მდე, რომელიც არ არის საკმარისი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაჯავშნილი დოზების რაოდენობიდან გამომდინარე, დღიური აცრა Pfizer-ით გამოდის, დაახლოებით, 7-8 ათასამდე, რაც, მისივე განმარტებით, საკმარისი არ არის.
“აცრები დაიწყება ხვალიდან. დღიური აცრა Pfizer-ზე, რაც დაჯავშნილია გამოდის სადღაც 7 000-დან 8 000-მდე, რომელიც არ არის საკმარისი, ეს გვინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად გაიზრდება ამცრელ დაწესებულებათა რაოდენობა.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 37 სამედიცინო დაწესებულება აცრის ხვალიდან Pfizer-ზე, დაახლოებით, 120-მდე ბრიგადით, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მოთხოვნილება მეტი იქნება. ციფრები, რაც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი დაჯავშნილია 14 აგვისტოს ჩათვლით, გახანგრძლივდება სამუშაო დღეები იმ ამცრელ კაბინეტებში, ვინც Pfizer-ზე ცრის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას.