კორონავირუსგადატანილ პირებს შესაძლოა, ვაქცინაცია ერთჯერადად ჩაუტარდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციების შეჯერების შედეგად იქნა მიღებული.

„არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს, ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია. ესეც შეიძლება. ამიტომ ჩვენ შევაჯერეთ ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს დღეს ადამიანები აიცრან (30 დღეზე)“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები