გიორგი გახარია: ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა მსგავსი შემოჭრები და აზრად არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გამოძიების საქმე და ჟურნალისტებს მოუწოდა, კითხვის დასმის დროს, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთონ.
„თქვენ კითხვას სვამთ და ამ კითხვას პასუხობთ, ორგანიზებული ხელისუფლების მიერ. ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები, საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების, მოხუცებული მშობლების. არასდროს, აზრად არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები