ხარკოვის ცენტრში ორმხრივი სროლა მოხდა – არის მსხვერპლი(ვიდეო)

უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრში, სავაჭრო ცენტრთან ორმხრივი სროლა მოხდა.

პოლიციამ საპოლიციო ოპერაცია „სირენა“ დაიწყო.

სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაიღუპა, მან გულმკერსის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი დაჭრილია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ის ავტომობილი იპოვეს, რომლითაც ბოროტმოქმედები მიიმალნენ, თუმცა ის დამწვარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები