ლევან ხაბეიშვილი – “დაიკიდეთ ყველა პარტია, უნდა მივაწვეთ, ვიდრე არ გავარღვევთ”
უნდა მივაწვეთ, ვიდრე არ გავარღვევთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ახლა მობილიზებაა საჭირო.
„ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ძალა არის თქვენში. ჩვენ ვართ მზად, ჯანმრთელობაც, სიცოცხლეც გავწიროთ. დავანგრევთ ამათ. სახეს ავახევთ. გავარღვევთ და გავიმარჯვებთ. ეროვნული წინააღმდეგობაა საჭირო. დაიკიდეთ ყველა პარტია. თუ ვინმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გამოყენება შეგიძლიათ, გამოიყენეთ. მივაწვეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.