მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია პროცესი და ეს შეჩერებული, ახლა როგორ შეჩერდა

ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია და ეს შეჩერებული როგორ შეჩერდა?! ასეთ დრამატულ სიტუაციაში არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველა გაზაფხულზე, ყველა შემოდგომაზე მათ ექნებოდათ აქციები, მიტინგები, ტურბულენტობები – „ქართული ოცნება“ მიდის უკან, რუსეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, უნდა იყვირონ. გაზაფხულზე უნდა იყვირონ, შემდეგ შემოდგომაზე უნდა იყვირონ, თვითმმართველობის არჩევნების წინ, შემდეგ 2026 წელს უნდა იყვირონ კვლავ გაზაფხულზე და ყველა ჯერზე სცადონ ქვეყნის ამოტრიალება.

როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დარწმუნდნენ და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟის იარაღად არ გამოადგებოდათ, მერე მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვეპოვებინა უფრო მალე“, – აღნიშნა მდინარაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები