მაია ნიკოლეიშვილი: მაიდანის სცენარის იქით ამ ადამიანების გონება ვერაფერზე ვერ წავიდა, მათ არჩევნებისთვის ვერაფერი ვერ შეძლეს აბსოლუტურად, ისინი 2003 წლის მერე აღარ განვითარებულან არც პარტიულად, არც პოლიტიკურად, არც ინტელექტუალურად

“ეს არის ბოლო მცდელობა და მოხდა ისე, რომ მაიდანის სცენარის იქით ამ ადამიანების გონება ვერაფერზე ვერ წავიდა, მათ არჩევნებისთვის ვერაფერი ვერ შეძლეს აბსოლუტურად, ისინი 2003 წლის მერე აღარ განვითარებულან არც პარტიულად, არც პოლიტიკურად, არც ინტელექტუალურად”, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე ვუყურებდი ერთ-ერთ არხზე რამდენად სასაცილო და პრიმიტიული იყო ის, რომ ქაღალდის თვითმფრინავებს ესროდნენ და ეს ჰგონიათ, რომ რაღაც სერიოზული გზავნილია. ამ დონეზეა ოპოზიცია.

იმდენად დამამცირებელი იყო ევრო ბიუროკრატებისგან ეს შანტაჟი, ფეხბურთის მატჩის გაყიდვას შემიძლია შევადარო. დანოსებით არის გავსებული ევროპარლამენტი. ეს იყო სამარცხვინო.

ალბათ ეს შანტაჟის მექანიზმი, ეს ბორკილები რომ გადავყარეთ ბევრად უკეთესია. ეს ხალხი ვინც იქ დგას, ნუთუ გააზრებული არ უნდა ჰქონდეთ, რომ 2030 წლამდე არ აპირებს გაფართოებას, არ მოხდება გაფართოება, ეს ხომ ყველაფერი ხელოვნურად არის.

ეს მესიჯი, რომელსაც მესიჯს უწოდებენ თვითონ, არის ბოდვა.საზოგადოების ამ ნაწილის ბოდვები, მაპატიეთ მაგრამ ეს სრული იდიოტიზმია უკვე. ეს არის აკვიატება, რომელიც გადავიდა ბოდვაში.

სტაფილო რომელიც ჩამოკიდებული ჰქონდა ერთ-ერთ ცხოველს და მისდევდა, ჩვენ აი ეს სტაფილო მოვწყვიტეთ. მე შემიძლია ტოლობის ნიშანი დავწერო საბჭოთა კავშირსა და იმ ცრუ დაპირებებს შორის, რომელიც იყო ევრო ბიუროკრატების მხრიდან. 2028 წელს ევროპის კონფიგურაცია იქნება მკვეთრად შეცვლილი, მისი შინაარსი იქნება მკვეთრად შეცვლილი, ეს აღარ იქნება გაყიდული, მანიპულირებადი და ოპოზიციებთან შეკრული პოლიტიკური მიზნებისთვის. ევროპა იქნება სხვანაირი და ჩვენ ამას ვნახავთ“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები