„როდესაც ხეს ხელით ამუშავებ და თან ამას სიყვარულით აკეთებ, სულ სხვა ენერგია მოაქვს“ – ჯაბა და ლარისა ყაველაშვილების ღვინის ქართული სასმისები

საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში ცხოვრობს. სპეციალობით ელექტროტექნიკოსია, პარალელურად ხის სასმისებს ამზადებს. თითქმის ორმოცი წელია ჯაბა ყაველაშვილი მუშაობს ხის მხატვრულ დამუშავებაზე. სასმისები, ჭინჭილები, ყანწები, ბოკლები, საწნახლები… მოწონებით სარგებლობს სოციალურ ქსელში. როგორც ამბობს, მხოლოდ ენთუზიაზმი, ხელოვნების სიყვარული და სწავლის სურვილი დაეხმარა, ულამაზესი ნაკეთობების დამზადებაში.
მამას გვერდში უდგას შვილი – ლარისა ყაველაშვილი. მამა-შვილის ერთობლივ დახვეწილ ნამუშევრებს ხშირად იხილავთ „არტ გენის“ ფესტივალზე.
რუბრიკა „პერსონის“ სტუმრები არიან – შალვა და ლარისა ყაველაშვილები.

 ქალბატონო ლარისა, მამა ხეზე კვეთის ოსტატია, ეს საქმე 1976 წლიდან დაიწყო...
– ცალკე ხატვისთვის რომ დრო დაეთმო ან ტილოზე ემუშაოს, ასეთი რამე არ ყოფილა, მაგრამ რაც მის ნაკეთობებზე არის მოხატული, ყოველთვის თვითონ ხატავდა, ყოველგვარი ასლგადამღები ქაღალდისა და სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე.
მამა სპეციალობით ელექტროტექნიკოსია, შემდეგ გადაერთო ხისგან სასმისების დამზადებაზე...  
– მამა არ გადართულა ხის სასმისების დამუშავებაზე, ის ორივე საქმით ერთდროულადაა დაკავებული. ხეზე მუშაობა მისთვის ძირითადი სამუშაოსგან განტვირთვაა, ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს.
2020 წლიდან მეც დავიწყე მასში მონაწილეობის მიღება. მოკლედ ისე მოხდა, რომ კოვიდის  გამო დროებით დაკეტილმა სამსახურმა და იძულებით სახლში ყოფნამ მიმაქცევინა ყურადღება მამის საქმიანობაზე. თავდაპირველად დროის გაყვანის მიზნით დავიწყე სამუშაოს იმ ნაწილის შესრულება, რაც  შედარებით ადვილი იყო და მარტივად გამომდიოდა.  თანდათან მივხვდი, რომ ეს საქმე მსიამოვნებდა და უფრო რთულ დეტალებსაც შევეჭიდე.
რაც შეეხება მასალას, ძირითადად ვიყენებთ: კაკალს, მსხალს, ვაშლს, თუთას, აკაციას…
ოთხი ათეული წელია ამ საქმეში ხართ ჩართულებიროგორ მზადდება ეს სასმისებიშემდეგ თქვენ სანთლავთ და ლაქით ამუშავებთრამდენად ფაქიზი და რთული სამუშაოა?
– მას შემდეგ, რაც მე დავიწყე მონაწილეობა მამაჩემი მხოლოდ ჩარხავს, ზოგ შემთხვევაში ამოკვეთასაც ასრულებს (თუ არ დაეზარა), დანარჩენ პროცედურებს (ზუმფარის ქაღალდით გაპრიალება, მოხატვა, ამოკვეთა, გალაქვა, სანთლით დამუშავება) უკვე მე ვასრულებ.
ჯაბა ყაველაშვილი:
– პროფესიით ელექტროინჟინერი ვარ. ძირითადი საქმიანობის პარალელურად თითქმის ორმოცი წელია ხის მხატვრულ დამუშავებაზე ვმუშაობ. თავად ვისწავლე. თავიდან რთული იყო. მაშინ არ იყო ინტერნეტი, ონლაინგაკვეთილები და სხვა მსგავსი დამხმარე საშუალებები, მხოლოდ ენთუზიაზმი, ხელოვნების სიყვარული და  სწავლის სურვილი დამეხმარა, თანდათან დამეხვეწა ნაკეთობები.
ყველაზე დიდ სიამოვნებას ღვინის, ამ წმინდა სითხის,  სასმისების შექმნაზე მუშაობა მანიჭებს. სასმისებს ვქმნი, როგორც ტრადიციულ მოტივებზე,  ასევე – სხვადასხვა ინსპირაციით.  ხეზე სამუშაო დანადგარებისა და ხელსაწყოების უმეტესობაც კი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული. ამაში ჩემი  ძირითადი პროფესია კარგად დამეხმარა.
ჩემთვის დიდი სიხარული და, ამასთანავე, სტიმულიც არის, როდესაც ჩემი  ნამუშევრებით ინტერესდებიან, მოსწონთ, აღფრთოვანდებიან და სურთ,  სხვებსაც გაუზიარონ შთაბეჭდილებები. ამ საქმეს გულით ვაკეთებ. ყანწები გამიკეთებია და არ გამიყიდია, ვერ ვიმეტებ… სოფელში მუშაობაც მიყვარს. ეს გარემო ჩემთვის ძალიან ახლობელია. აქ ყველაფერი ჩემი ხელით არის შექმნილი. ამიტომ აქ ვმუშაობ და არსად წასვლას არ ვაპირებ.  როგორია, დატოვო ეს ყველაფერი და სხვაგან წახვიდე?!
  მამის დამზადებული ნაკეთობებიდან მაინც რომელს გამოარჩევდით?
ლარისა ყაველაშვილი: ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ საწნახელი და სამფეხა კულა ჩემთვის მაინც გამორჩეულია.
 სათანადო ანაზღაურებას თუ იღებთ? პრობლემა?
– შეკვეთები საკმარისი, გვაქვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ  ვერც კი ვიღებთ და უარის თქმა გვიწევს დროის უქონლობის გამო. თითოეული ნივთის შექმნას უამრავი დრო სჭირდება. ჩვენ არ ვიყენებთ ციფრულ, პროგრამულ ჩარხებს, ყოველ ნივთზე სამუშაო ინდივიდუალურად, ხელით სრულდება.
მე მიმაჩნია და ჯაბაც ასე ფიქრობს, როდესაც ხეს ხელით ამუშავებ და თან ამას აკეთებ სიყვარულით, სიამოვნებით და არა მხოლოდ იმისთვის რომ „ფული იშოვო“, სულ სხვა ენერგია მოაქვს.
ანაზღაურებაზე ვერ ვიტყვი, რომ მთლად სათანადოა, მაგრამ ნორმალურია.
პერიოდულად არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ დაუძლეველი პრობლემა არ გვაქვს.
საჩხერისაიონის სოფელ სავანეში ცხოვრობთ. მამის ხელით არის შექმნილი ეზოკარმიდამო, სახლიდღეს სოფლები მაინც ცარიელდებათქვენ არ დატოვეთ სოფელი. როგორ უნდა დამაგრდეს ახალგაზრდობა სოფლად?
– ან თვითონ უნდა უყვარდეს, ან და ვინმემ უნდა შეაყვაროს. მხოლოდ მიწის, ხეხილის,  ვაზის… სიყვარულს შეუძლია დაამაგროს, ან მიაბრუნოს ახალგაზრდები სოფლისკენ. მე პირადად ახლა ვსწავლობ „ღვინის ტექნოლოგიას საოჯახო მარნებისთვის“. ვაპირებ ვაზის მოვლის და ღვინის დავარგების შესწავლას. ბოლო რამდენიმე წელია, მივხვდი, რომ ჩემთვის მიწასთან და მცენარეულ კულტურებთან  მუშაობას რელაქსაციის ეფექტი აქვს.
გამოფენები, სად მონაწილეობდითჯილდოები
 „არტ გენის“ ფესტივალებიდან დაწყებული „ეთნოს“ თემატიკაზე თითქმის ყველა ფესტივალსა და გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს ფარგლებში. საქართველოს ფარგლებს გარეთ ჯერ არსად არ მიგვიღია მონაწილეობა.
რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?
–  ერთ-ერთ ორგანიზაციაში  ფინანსურ მენეჯერად ვმუშაობ. წარმოიდგინეთ ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე: ციფრები,  წერილები, ხელშეკრულებები, გადარიცხვები, გადმორიცხვები… ეს სამუშაოც მიყვარს, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, როდის მოვა შაბათ-კვირა, რადგან ჩემთვის ხეზე მუშაობა ხელოვნებაა, ბუნებასთან ახლოს ყოფნაა.
ვუყურებ, როგორ იქმნება ერთი ჩვეულებრივი ხის ნაჭრისგან მშვენიერი ნივთები, რომლებსაც ადამიანების აღფრთოვანება შეუძლიათ. ეს ყველაფერს ნიშნავს.
– სამომავლოდ?
– სამომავლოდ  ვგეგმავ,  უფრო განვავითარო ხეზე მუშაობის  ტექნიკა. ასევე, ვფიქრობ მაღაზია-სალონის გახსნაზე.


 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები