პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით “აჯანყდი” მიიტანეს მობილიზებული სპეცრაზმელის წინ. მოქალაქეები სკანდირებენ – “აჯანყდი”, “რუსებო”.
აქციის მონაწილეები ისვრიან ბოთლებსაც.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი პოლიციელი. დაშავებულია ასევე, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორიც, რომელსაც სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.