დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია თბილისიდან დასავლეთში ხელმოცარული წავიდა და იქიდან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუციით დაბრუნდა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართული ოცნების” განცხადებას ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, საქართველოს პრინციპულობას, სუვერენიტეტს და დაუმორჩილებლობას არ პატიობენ და სწორედ ამიტომ, დასავლეთში წასული ოპოზიცია ახალი ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუციით დაბრუნდა.
„ევროპაში უნდა შევიდეთ არა დანაღმული, არამედ მშვიდობიანი გზით, რაც მიღწევადია. ნათქვამია “შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო”, ჭკვიანები ასე იქცევიან”- წერს დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ჯერ კანდიდატის სტატუსით, ახლა კი მოლაპარაკებების გახსნით აშანტაჟებენ საქართველოს, ამის საშუალებას კი მათ ხელისუფლება არ აძლევს. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს იმის შეჩერებას, რაც ჯერ არ დაწყებულა და არც არავინ აპირებს მის დაწყებას, ხელისუფლება კი თავისი გადაწყვეტილებით ანეიტრალებს ნაღმს, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის.
„ოპოზიცია თბილისიდან დასავლეთში ხელმოცარული წავიდა და იქიდან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუციით დაბრუნდა.
საქართველოს არ პატიობენ პრინციპულობას, რეალურ სუვერენიტეტს, დაუმორჩილებლობას და მორიგი სატყუარა დაგვიგდეს. ჯერ კანდიდატის სტატუსს იყენებდნენ ბრძოლის იარაღად და ახლა – მოლაპარაკების გახსნას. საზოგადოების ერთი ნაწილი  აპროტესტებს იმის შეჩერებას, რაც არ დაწყებულა და არც არავინ აპირებს მის დაწყებას, ხელისუფლება კი თავისი პასუხით ანეიტრალებს რეზოლუციის სახით იმ ნაღმს, რომლის აფეთქებითაც აგენტურა იხეირებს. ეს კი ქართულ სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს.
ევროპაში უნდა შევიდეთ არა დანაღმული, არამედ მშვიდობიანი გზით, რაც მიღწევადია. ნათქვამია “შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო”, ჭკვიანები ასე იქცევიან,”- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები