პუტინი – ” უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია”

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ხოლო ვინც მათ დავალებებს ასრულებს, დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

უკრაინაში 2023 წლის ოქტომბერსა და 2024 წლის მარტში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საომარი მოქმედებების გამო არ შედგა და პუტინმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე, მათ უფლება არ აქვთ შეიარაღებულ ძალებს ბრძანება მისცენ.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობას და სიტუაციას ბრძოლის ველზე.

“მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღითაც კი, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, სამხედრო კამპანიის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი წყდება ადგილზე, ბრძოლის ველზე, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჯარისკაცზეა დამოკიდებული“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები